ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ჯონსონი: პუტინთან ურთიერთობის ნორმალიზება შეუძლებელია

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის ნორმალიზების შესაძლებლობა ამჟამად არ არსებობს, თუნდაც მან უკრაინაში შეჭრა მოინანიოს, – აღნიშნულის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა LBC რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, პუტინისთვის სინანული ახლა რთული და გვიანი იქნება.

“ვფიქრობ, შეუძლებელი არაფერია. მაგრამ უბრალოდ არ მესმის, როგორ უნდა მოვახერხოთ ახლა პუტინთან ურთიერთობების ნორმალიზება”, – ამბობს ჯონსონი.

ჯონსონს მიაჩნია, რომ მსოფლიოს 2014 წლის გამეორების საფრთხე ემუქრება. ამ წელს რუსეთმა დაიპყრო ყირიმი და მსოფლიომ ერთხმად თქვა, რომ ეს საშინელი იყო, მაგრამ განაგრძო პუტინთან საუბარი, მან კი ეს, როგორც “დანის შემოტრიალება უკრაინაში” ისე გამოიყენა.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....