ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

(ვიდეო) რუსებმა კიევთან 2 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

რუსებმა კიევის ერთ-ერთ გარეუბანში 2 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, – “სიენენი” მომხდარის ამსახველ ვიდეომასალას აქვეყნებს.

მედიის ცნობით, უკრაინის პროკურატურა მომხდარს, როგორც ომის დანაშაულს ისე იძიებს.

CNN-მა მსხვერპლთა ვინაობა დაადგინა. ერთი იყო გაძარცული ავტოსავაჭრო კომპანიის მფლობელი, რომლის ოჯახს ვინაობის დასახელება არ სურს. მეორე იყო ლეონიდ ოლექსიევიჩ პლიატსი, 68 წლის ბაბუა, რომელიც იქ მცველად მუშაობდა.

მისი შვილი იულია ამბობს, რომ ეს ვიდეო ეზიზღება, თუმცა მას შვილებს აჩვენებს, რათა ოკუპანტების სიველურე არასდროს დაივიწყონ.

კადრებში ჩანს როგორც ცდილობს 5 რუსი ჯარისკაცი შეიჭრას შენობაში, როგორც კი პატრონი აწეული ხელებით უახლოვდება მათ, აჩერებენ და იარაღის ძებნას იწყებენ. კადრების მიხედვით, შემდეგ პლიატსი ჩადის, რაღაც საუბარია მანამ, სანამ ჯარისკაცები ადგილს მოშორდებიან და ორი მშვიდობიანი მოქალაქე იწყებს მათი დაცვის პუნქტში მიბრუნებას. შემდეგ სულ მცირე 2 რუსი ჯარსიკაცი უახლოვდება მათ და ცეცხლს უხსნის.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

 

იტვირთბა....