ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“ფინეთის NATO-ში გაწევრიანება ჩვენთვის საფრთხეა და საჭირო ზომებს მივიღებთ” – კრემლი

ფინეთის NATO-ში გაწევრიანება ჩვენთვის საფრთხეა, საჭირო ზომებს მივიღებთ, – აღნიშნულის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, NATO-ს გაფართოება ევრაზიის კონტინენტზე უსაფრთხოების შანსებს შეამცირებს.

“რა თქმა უნდა”, – განაცხადა კრემლის სპიკერმა შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ, “ნატოს შემდეგი გაფართოება არ გახდის ჩვენს კონტინენტს უფრო სტაბილურს და უსაფრთხოს”.

ამავე დროს, მისი თქმით, რუსეთის პრაქტიკული ქმედებები ფინეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის საპასუხოდ დამოკიდებული იქნება ბლოკის სამხედრო ინფრასტრუქტურის ქვეყნის საზღვრამდე წინსვლის ხარისხზე.

„ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ იქნება ეს გაფართოების პროცესი მომავალში გამოხატული, რამდენად მიუახლოვდება [ალიანსის] სამხედრო ინფრასტრუქტურა ჩვენს საზღვრებს“, – განმარტა პრეზიდენტის პრესმდივანმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია შეიმუშავებს ზომებს ამ სიტუაციის საპასუხოდ და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გახდება სპეციალური ანალიზისა და აუცილებელი ზომების შემუშავების ელემენტები, რათა დაბალანსდეს სიტუაცია და უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი უსაფრთხოება“, – განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....