ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სტოლტენბერგი: განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, ფინეთს NATO-ში სწრაფად და მშვიდად მიიღებენ

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხდებით, თუ ფინეთი NATO-ს წევრობაზე განაცხადის გაკეთებას გადაწყვეტს, ალიანსში მისი გაწევრიანების პროცესი იქნება მშვიდი და სრაფი.

სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს კარი ღიაა და ფინეთმა თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი.

“ფინეთი NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია, ის არის ევროკავშირის წევრი, მწიფე დემოკრატიის მქონე ქვეყანა, რომელსაც მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეაქვს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. [ნატო-ში გაწვრიანება] ფინეთის სუვერენული გადაწყვეტილებაა, რომელსაც ალიანსი პატივისცემით უყურებს. თუ ფინეთი განაცხადის გაკეთებას გადაწყვეტს, მას NATO-ში თბილად მიესალმებიან, გაწევრიანების პროცესი კი იქნება მშვიდი და სწრაფი”, – აცხადებს სტოლტენბერგი

იტვირთბა....