ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერგეი გაიდაის განცხადებით, ლუგანსკის ტერიტორიაზე სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა და მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. მისივე თქმით, ოლქის მთელი ტერიტორია წყლისა და ელექტრომომარაგების გარეშეა დარჩენილი.
როგორც გაიდაი Telegram-ზე წერს, ინტენსიური დაბომბვა მიმდინარეობს ლუგანსკის მთელ ფრონტის ხაზზე.
“მძიმე ბრძოლები გრძელდება ბელოგოროვკაში, კამიშევახსა და სევეროდონეცკის გარეუბნებში. სიტუაცია მნიშვნელოვნად არის გაუარესებული. რაშისტები ტაქტიკას არ ცვლიან – ანადგურებენ ქალაქებს და მხოლოდ ამის შემდეგ შედიან გადამწვარ მიწებზე. “, – აღნიშნავს სერგეი გაიდაი.
როგორც ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი აღნიშნავს, ამ დროისთვის, უკრაინელების კონტროლის ქვეშ არის სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი, გორნოე, ამ ქალაქების მიმდებარე სოფლები და რუბეჟნოვას ნაწილი.