ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“შავ ზღვაში კიდევ ერთი რუსული გემი განადგურდა” – უკრაინის დაზვერვა

რუსეთმა უკრაინასთან ომში კიდევ ერთი სამხედრო გემი დაკარგა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, საუბარია პროექტის 23120 ლოგისტიკური მხარდაჭერის გემზე. რუსეთში ასეთი მხოლოდ ორია – “ვსევოლოდ ბობროვი” და “ელბრუსი”.

ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად, რომელი გემი აღარ ყავს რუსეთის ფედერაციას.

წინასწარი ინფორმაციით, 12 მაისის ღამეს პროექტი 23120 გემი ზმეინის კუნძულისკენ მიემართებოდა. გაურკვეველი მიზეზით გემზე ხანძარი გაჩნდა.

“შემდეგ ეკიპაჟის გადარჩენის ოპერაცია გაგრძელდა. შუაღამისას ნახშირბადიანი გემი ცდილობდა სევასტოპოლამდე მისვლას. როგორც ჩანს, რუსებმა წარმატებას მიაღწიეს და გემი ნავსადგურში დაამაგრეს. უცნობია რამდენ ხანს იყო გემი მწყობრიდან გამოსული, მაგრამ, წინასწარი მონაცემებით, გემს სერიოზულად შეკეთება დასჭირდება.

იმის გათვალისწინებით, რომ პროექტის 23120 გემები შეიძლება ჩაითვალოს უახლესად, ომში ერთი მათგანის დროებითი დაკარგვაც კი გადამწყვეტია ოკუპანტებისთვის. მეტიც, თუკი საჭირო იქნება გემის შავი ზღვიდან გაყვანა, თურქეთი მის უკან დაბრუნებას აღარ დაუშვებს”, – წერს მედია.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

 

იტვირთბა....