ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მედვედევი: ნატო-რუსეთის პირდაპირ კონფლიქტს ბირთვულ ომზე გადასვლის რისკიც ახლავს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, NATO-ს წევრი სახელმწიფოების მიერ უკრაინის იარაღით მომარაგება ბირთვულ ომზე გადასვლის ალბათობას ზრდის.

“მთელი ძალებით ცდილობენ დღის წესრიგში შემოიტანონ თეზისი იმის შესახებ, რომ რუსეთი სამყაროს ბირთვული კონფლიქტით აშინებს. დასავლური ქვეყნების მიერ რუსეთთან გაჩაღებული მარიონეტული ომის პირობებში, მინდა, კიდევ ერთხელ ჩამოვთვალო ის, რაც ისედაც ცხადია ყველა გონიერი ადამიანისთვის: 1) NATO-ს ქვეყნების მიერ უკრაინის იარაღით მომარაგება, დასავლური ტექნიკის გამოსაყენებლად მათი მებრძოლების გადამზადება, დაქირავებული ჯარისკაცების გაგზავნა [უკრაინაში] და სწავლებების ჩატარება ჩვენს საზღვრებთან, ზრდის ნატო-რუსეთის პირდაპირი და ღია კონფლიქტის ალბათობას. 2) ასეთი კონფლიქტს ყოველთვის თან ახლავს ბირთვულ ომზე გადასვლის რისკი”, – წერს მედვედევი Telegram-ზე წერს.

მისივე თქმით, ეს “ყველასთვის კატასტროფული სცენარი” იქნება და მსოფლიო ლიდერებს ურჩევს, “შედეგებზე იფიქრონ და “არ დაიხრჩონ რუსოფობიის ნერწყვში”.

 

იტვირთბა....