ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“ჩემი გმირი შვილიშვილი 5 წელია არ მინახავს” – “აზოვსტალში” ქართველი მებრძოლი დაიღუპა

ჩემი გმირი შვილიშვილი, ამით ვამაყობდი მე, 5 წელია არ მინახავს, 5 წლის წინ აქ იყო ჩემი ტატო, – აღნიშნულის შესახებ “აზოვსტალში” დაღუპული ქართველი სამხედროს, ტატო ბიგვავას ბებიამ “მთავართან” საუბრისას განაცხადა.

როგორ ცნობილი ხდება, დაღუპული სამხედროს ოჯახი ზუგდიდში ცხოვრობს.

ტატო ბიგვავა “აზოვის პოლკში” 2014 წლიდან ირიცხებოდა. დაახლოებით 1 თვის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის სიმამაცის ორდენით დააჯილდოვა.

მისი დაღუპვის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. ირკვევა, რომ 27 წლის სამხედრო “აზოვსტალში” ოკუპანტების მიერ ჩამოგდებული, კასეტური ბომბის აფეთქებას ემსხვერპლა. 

იტვირთბა....