საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ვივა მედში” გადაიყვანეს.
როგორც ცნობილია, კლინიკაში ტერიტორია ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული და ადგილზე პენიტენციურის თანამშრომლები იმყოფებიან.
ამასთან, კლინიკაში უკვე მომზადებულია მე-5 სართული, რომელიც სპეციალურად მიხეილ სააკაშვილის კვლევებისთვის მოაწყვეს.
ამ ეტაპზე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა “ვივა მედში” გადაყვანა იუსტიციის სამინისტრომ შესთავაზა.