გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა “აზოვსტალის“ ქარხანაზე 38 ავიაიერიში მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია აზოვის პოლკზე დაყრდნობით ავრცელებს.
“გასული 24 საათის განმავლობაში “აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე, რომელშიც მარიუპოლის მცველები არიან გამაგრებული, 38 თავდასხმა განხორციელდა, მათ შორის, სტრატეგიული ბომბდამშენის ოთხი იერიში”, – წერს აზოვის პოლკი Telegram-ზე.