აშშ-ის მხრიდან უპრეცედენტო მასშტაბის „დახმარება“ საერთოდ არ აიხსნება უკრაინის სიყვარულით და არც საკუთარი ეკონომიკის მხარდაჭერით, მისი მიზანია რუსეთის წინააღმდეგ მარიონეტული ომის უკრაინაში გაგრძელება. – ასე გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტს.
მისივე თქმით, დამტკიცებული კანონპროექტი რუსეთის დამარცხებისა და მსოფლიო მასშტაბით ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შეზღუდვის მცდელობაა
“სავსებით აშკარაა, რომ ასეთი უპრეცედენტო მასშტაბის „დახმარება“ უკრაინის სიყვარულითა და საკუთარი ეკონომიკის მხარდაჭერით ვერ აიხსნება. აშშ-ს მიზანი რუსეთის წინააღმდეგ მარიონეტული ომის უკრაინაში გაგრძელებაა.
დამტკიცებული კანონპროექტი ჩვენი ქვეყნის დამარცხებისა და მსოფლიო მასშტაბით ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შეზღუდვის მცდელობაა.
არ იმუშავებს მათი სტამბა, რომლითაც ამერიკა თავის ისედაც გაბერილ სახელმწიფო ვალს მუდმივად ზრდის, კიდევ უფრო სწრაფად ჩამოიშლება. აღარაფერს ვამბობ ბენზინსა და სასურსათო პროდუქტზე გაზრდილ ფასებზე – ამისთვის ამერიკელებმა მადლობა თავიანთ რუსოფობიურ ხელისუფლებას უნდა გადაუხადონ”. – წერს მედვედევი Telegram-ზე.