ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე სააკაშვილს თავდებში არ დაუდგება

მიხეილ სააკაშვილის თავდებობის ინიციატივაზე განცხადებას არ ვუერთდები. – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატიმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

ამასთან, “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული მიზნებისთვის და ჯანმრთელობისთვის მესამე პრეზიდენტი სამკურნალოდ საზღვარგარეთ უნდა იყოს გადაყვანილი.

„თავდებობის საკითხზე მე არ ვუერთდები ამ ინიციატივას, არაერთხელ გამისვამს ხაზი, რომ ყველა სივრცეში და ყველა დონეზე ვეთანხმები იმას, რომ ჰუმანიტარული მიზნებისთვის, ჯანმრთელობისთვის, მესამე პრეზიდენტი გადაყვანილი იქნას სამკურნალოდ საზღვარგარეთ, მაგრამ ამ ინიციატივას, რომ თავდებში დავუდგე და ხელი მოვაწერო ამ ინიციატივას, არ ვთვლი სწორად, ამიტომ არ ვუერთდები, არც სამართლებრივად არის ეს გამართლებული. “რესპუბლიკური პარტიის” სახელით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვეთანხმები, რომ ის გადაყვანილი იქნას სამკურნალოდ საზღვარგარეთ, სახელმწიფომ მიიღოს ყველა ზომა, რომ მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს დაცული, მაგრამ ამ ინიციატივას მე ხელს არ ვაწერ,”- განაცხადა სამნიძემ.

შეგახსენებთ,  „ნაცმოძრაობის“ დეპუტატებმა მიხეილ სააკაშვილისადმი თავდებობის საკითხზე იუსტიციის მინისტრს მიმართეს.

იტვირთბა....