რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს რეგიონზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რასაც ნგრევა მოჰყვა. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
“დღეს დილით მტერმა ზაპოროჟიეს შეუტია. საჰაერო თავდაცვის ძალებმა წარმატებით მოიგერიეს იერიში. რაკეტა დასახლებულ პუნქტში, ინფრასტრუქტურული ობიექტის თავზე აფეთქდა რაიონული ცენტრის სიახლოვეს. ობიექტი ძლიერად დაზიანდა”, – წერს ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია Telegram–ზე.