ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

აშშ-ს დაზვერვა: პუტინი უკრაინაში ომის გაჭიანურებისთვის ემზადება

ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის პროგნოზით, უახლოესი თვეების განმავლობაში ომი უკრაინაში უფრო არაპროგნოზირებადი და გაფართოებული გახდება. ამის შესახებ, CNN-ის ცნობით, დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ავრილ ჰეინსმა კონგრესს განუცხადა.

მისი თქმით, პუტინის მომდევნო ნაბიჯების პროგნოზირება რთული იქნება, რადგან ის რუსი სამხედროების პოტენციალსა და საკუთარ ამბიციებს შორის შეუთავსებლობას აწყდება, თუმცა, დაზვერვის სამსახურში მიაჩნიათ, რომ რუსეთი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ემზადება.

“არ არის გამორიცხული, რომ პუტინი უფრო გადამწყვეტ ნაბიჯებს გადადგამს, მათ შორისაა, საომარი მდგომარეობის შემოღება, სამრეწველო წარმოების რეორიენტაცია, ანაც საომარი მოქმედებების პოტენციური ესკალაცია”, – აცხადებს ჰეინსი.

მისივე თქმით, აშშ-ს დაზვერვის სამსახურში არ სჯერათ, რომ ვლადიმერ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, თუ არ იგრძნობს, რომ რუსეთის არსებობას საფრთხე ემუქრება.

 

იტვირთბა....