ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინის ფართომასშთაბიანი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების პაკეტს, რომელიც ქვეყნისთვის 40 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
როგორც გამოცემა Reuters წერს, კანონპროექტს მხარი პალატის 368-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 57-ი წავიდა. ამის შემდეგ, დოკუმენტი კონგრესის სენატს გადაეგზავნება დასამტკიცებლად, საბოლოოდ კი მას აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს ხელი.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმაბაიდენმა კონგრესს უკრაინისთვის დამატებით 33 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების დამტკიცების თხოვნით ორი კვირის წინ მიმართა, კანონმდებლებმა კი სამხედრო და ჰუმანიტარული დაფინანსების კიდევ უფრო გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს.