ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

რუსებმა ლუგანსკის ოლქში ჰუმანიტარულ მანქანას ცეცხლი გაუხსნეს

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ლისიჩანსკ-ბახმუტის მაგისტრალზე მოძრავ ჰუმანიტარულ ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს.

“რუსებმა განზრახ ესროლეს ჰუმანიტარულ ავტომობილს. სატვირთო მანქანა, რომელშიც მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, ლისიჩანსკადან ბრუნდებოდა, სადაც ადგილობრივებისთვის პროდუქტები ჩაიტანა. გზაში, ლისიჩანსკ-ბახმუტის მაგისტრალზე  მანქანას მტრის ნაღმი მოხვდა. საბედნიეროდ, მძღოლი ცოცხალია. ამ გზაზე მოძრაობა ისევ საშიშია”, – წერს გაიდაი Facebook-ზე.

მისივე ინფორმაციით, ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ სცადეს ლუგანსკის ოლქში ქალაქ რუბეჟნოეს აღება, მაგრამ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ისინი უკუაგდეს.

იტვირთბა....