aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ლიეტუვამ რუსეთის ქმედებები უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ლიეტუვის სეიმმა 10 მაისის სხდომაზე რეზოლუცია მიიღო, რომლითაც რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად აღიარა, თავად რუსეთი კი ტერორიზმის მხარდამჭერ და განმახორციელებელ სახელმწიფოდ. ამის შესახებ ინფორმაციას უმაღლესი რადას სპიკერი, რუსლან სტეფანჩუკი ავრცელებს.

“ლიეტუვამ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ქმედებები უკრაინელი ხალხის გენოციდად აღირა.  მადლობას ვუხდი ლიეტუვის სეიმის სპიკერს ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენსა და ყველა დეპუტატს ამ ისტორიული გადაწყვეტილების ერთხმად მიღებისთვის. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთი მხარს უჭერს და ახორციელებს ტერორიზმს”, – წერს სტეფანჩუკი Facebook-ზე.

ამასთან, სეიმის სპიკერმა, ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენსა განაცხადა, რომ ლიეტუვამ მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.

“დღეს უკრაინა არა მხოლოდ თავისუფალი სამყაროს იდეალებს იცავს და პირდაპირი მნიშვნელობით გვიცავს რუსეთისგან, არამედ, აყალიბებს შეხედულებას იმის შესახებ, როგორი შეიძლება იყოს ევროპა ომის შემდეგ. ნათელია, რომ ევროპის უსაფრთხოება წარმოუდგენელია გადაწვეტილებების მიღებაში უკრაინის მონაწილეობის გარეშე. ამიტომ, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას”, – განაცხადა სეიმის წევრმა.

 

 

იტვირთბა....