ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე: ადამიანი თვალსა და ხელს შუა დნება

[su_quote]მე თვალით რასაც ვატყობ, ისე შემიძლია გითხრათ. სამედიცინო ტერმინოლოგიით მის ჯანმრთელობაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ ამ ბოლო დროს, ხშირად მიწევს შესვლა და მინდა გითხრათ, რომ ადამიანი თვალსა და ხელს შუა დნება. ასე რამდენ ხანს გაუძლებს, არ ვიცი… თუ ეს ჯანმრთელობის ბრალია და თუ მისგან დამოუკიდებლად ხდება მისი ასეთი დასუსტება, მაშინ ეს ძალიან საგანგაშოა. მე ისიც გამიგია, რომ ამას სპეციალურად აკეთებს და თვითონ თუ აკეთებს ამას, მინდა გითხრათ, რომ ვცდილობ ხოლმე ვიმარხულო, მაგრამ ასე არ გამომდის, ასე ვერ ვისუსტებ ხოლმე თავს. არ ვიცი, მე იმას ვხედავ, რომ ეს ადამიანი დნება[/su_quote]

ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ რუსთავის ციხესთან, ჟურნალისტებს განუცხადა.

იტვირთბა....