ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილიც გადასცა.

“სიამოვნებით წარმოგიდგენთ კითხვარის პასუხებს. შევსება დავასრულეთ, ჯამში 7 წიგნი გამოვიდა და სიამოვნებით გადმოგცემთ მათ. მოუთმენლად ველით ევროკომისიისა და წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილების გაგებას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.

კარლ ჰარცელის თქმით, დოკუმენტი ევროკომისიას შეფასების გაკეთებაში დაეხმარება.

“მადლობელი ვარ, რომ აქ ვიმყოფები და ვიღებ თქვენი და მრავალი სხვა ადამიანის დიდი შრომის შედეგს, რაც კითხვარის მეორე და დასკვნით პროცესში განხორციელდა. ეს ძალიან დაეხმარება ევროკომისიას შედეგის განსაზღვრაში”, – განაცხადა ჰარცელმა მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით.

კითხვარის პირველი შევსებული ნაწილი პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩს 2 მაისს გადასცა. მეორე, სექტორული ნაწილის მიწოდების თარიღად კი ევროკავშირს 13 მაისი ჰქონდა განსაზღვრული.

კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდეგ ევროკომისია საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას დაიწყებს, როს შემდეგაც, ის ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა. შესაბამის გადაწყვეტილება სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს გამოცხადდება.

იტვირთბა....