ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი სააკაშვილს კლინიკა ვივამედში გადაყვანას სთავაზობს

იუსტიციის მინისტრი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კლინიკა ვივამედში გადაყვანას სთავაზობს.

“ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი სახელმწიფო, ვმოქმედებთ ყოველთვის ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით, გაუკეთდება შეთავაზება, რომ გაყვანილ იქნეს კლინიკა „ვივამედში“, სადაც მას ჩაუტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობა”, – განაცხადა ბრიფინგზე მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

იტვირთბა....