რუსმა ოკუპანტებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ბომბები სავაჭრო ცენტრსა და ორ სასტუმროს დაეცა. არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები.
უკრაინული მედიის ცნობით, პრაქტიკულად განადგურებულია სავაჭრო ცენტრი Ривьера, სადაც 1000 კვ.მ. ფართობის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს სამი საათის განმავლობაში აქრობდნენ. თავდასხმის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამასთან, ბომბი მოხვდა რადას ყოფილი დეპუტატის, სერგეი დემიდოვის 4-ვარსკვლავიან სასტუმროს Grand Pettine, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. დაბომბვის შედეგად დაზიანდა ოდესაში მდებარე კიდევ ერთი სასტუმრო.
მედიის ცნობით, მტერმა ოდესაზე ერთ დღეში, ჯამში ცხრა შეტევა მიიტანა.