არჩევნებზე, მამა კახაბერი ოცნებისთვის საკუთარი მიკროავტობუსით მუშაობს
მამა კახაბერს, რომელიც ნორიოში მსახურობს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არჩევნებზე საკუთარი ავტომობილით მიჰყავს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთნ ურთიერთობის თანამშრომელმა სალომე სიგუამ „მეტრონომს“ განუცხადა.
“მამა კახაბერი, რომელიც ნორიოში მსახურობს საკუთარი მიკროავტობუსით მუშაობს არჩევნებზე. ის “ქართული ოცნების” მხარდამჭრების გადაადგილებას უზრუნველყოფს” – აცხადებენ პარტიაში.
„მეტრონომი“ „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანთან ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებას შეეცადა. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.
“მეტრონომი” საპატრიარქოს დაუკავშირდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად. პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი გააღიზიანა ნორიოში მოღვაწე მღვდლის საკითხზე დასმულმა კითხვებმა.
ჩვენს პასუხზე, რომ ინფორმაციის გადამოწმება გვინდოდა და მხოლოდ ამიტომ დავუკავშირდით საპატრიარქოს, ბოტკოველმა ასე უპასუხა: “როგორ გადავამოწმო ნორიოში ჩავიდე? “ნაციონალურმა მოძრაობამ” კეთილი ინებოს და წარმოადგინოს ამის მტკიცებულება”.