რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში ავიაბომბი ჩამოაგდეს, რომელიც მოხვდა სოფელ ბელოგოროვკას სკოლის შენობას, რომელსაც დაახლოებით 90 ადამიანი აფარებდა თავს. ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი Telegram-ზე ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, 30-მდე ადამიანი უკვე გამოიყვანეს ნანგრევებიდან. სამაშველო ოპერაცია გრძელდება.