ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხუნდაძე უკრაინელი დევნილების შესაძლო გამოსახლებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეხმაურება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე გამოეხმაურა სახლახო დამცველის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის მოქალაქეებმა, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებით სასტუმროებში განათავსეს, გაფრთხილება მიიღეს იმასთან დაკავშირებით, რომ 6 მაისიდან უახლოეს დღეებში, საცხოვრებელი ფართები უნდა დაეტოვებინათ.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ეს ინფორმაცია გადაუმოწმებლად გაავრცელა და ის დევნილები, რომლებიც მაღალი კლასის სასტუმროებში ცხოვრობენ,  ალტერნეტიული ფართებით დაკმაყოფილდებიან.

“თითქოს უკრაინელ დევნილებს საცხოვრებელი ფართებიდან ყრიან და სახელმწიფო ამაზე ყურადღებას არ ამახვილებს. აბსოლუტურად საპირისპირო რამაა. რამდენიმე დევნილი მაღალი კლასის სასტუმროდან გადმოჰყავთ საცხოვრებელ ფართში, რა თქმა უნდა, შესაბამის პირობებში. ჩვენ დღესაც გვყავს დევნილები, მაგრამ მაღალი კლასის სასტუმროებში არ არიან და არც მათ აქვთ პრობლემა. არ შეეძლო მას ჩემსავით გადაემოწმებინა და პირდაპირ განცხადება არ გამოეცხო?”, – განაცხადა ხუნდაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

იტვირთბა....