ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

რუსეთში კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის დაპატიმრების ორდერი გასცეს

მოსკოვის სასამართლომ კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილი რუსი ჟურნალისტის, ალექსანდრ ნევზოროვის დაპატიმრების ორდერი გასცა. მას რუსეთის ფედერაციის არმიის ქმედებების შესახებ “ფეიკ” ინფორმაციების გავრცელება ედება ბრალად.

ნევზოროვი სასამართლო პროცესს არ დასწრებიან, როგორც მან მედიას აცნობა, რუსეთში არ იმყოფება.

ჟურნალისტი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 მაისს შეიყვანა ძებნილთა სიაში.

როგორც მედიაში იწერება, თუ სასამართლო ალექსანდრ ნევზოროვის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, მას 5 მილიონი რუბლის გადახდა, ანაც, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

იტვირთბა....