ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

უკრაინის ომში ე.წ სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებელი ალან თედეევი მოკლეს

უკრაინის ომში ოკუპირებული “სამხრეთ ოსეთის” მაცხოვრებელი ალან თედეევი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია Telegram-ზე გავრცელდა.

“უკრაინაში მიმდინარე “სპეცოპერაციაში” სამხედრო მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა “სამხრეთ ოსეთის” მკვიდრი, ალან თედეევი. სამხედრო 46 წლის იყო”, – ნათქვამია “ტელეგრამის” გვერდზე Осетия – [æ]

უკრაინის ომში “სამხრეთ ოსეთის” მარიონეტული რეჟიმი კიდევ ხუთი ადამიანის დაღუპვას ადასტურებს. როგორც Эхо Кавказа წერს, დაღუპულია სამი სამხედრო პირი და ორი მოხალისე.

იტვირთბა....