[su_quote]ადამიანურად მასუსტებს ის პერიოდი, როცა მასთან მქონდა ურთიერთობა და შემდეგ “ინგლისურად” დაგვემშვიდობა, ანუ, არ დაგვემშვიდობა და წავიდა. არ მინდა ვიყო მკვეთრი, მაგრამ პოზიციას მაინც დავაფიქსირებ – ვერაფერი ვერ გავიგე რას ემსახურება, ბატონი გრიგოლის გზავნილები. უფრო სწორად, გავიგე და არ მინდა ყველა ფრჩხილი გავხსნა. ვიცი, კარგად ინფორმირებული ვარ თავიდან ბოლომდე, რატომ უწევს ბატონ გრიგოლს ამ ყველაფერთან დაკავშირებით საუბარი[/su_quote]
ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დიანა ტრაპაიძის “პოლიტიკურ ამბებში” სტუმრობისას განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა დეპუტატ გრიგოლ ვაშაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ პარტნიორებს აუცილებლად ეტყოდა, საქართველოს მხრიდან სანქციების გვერდის ავლის მცდელობაც რომ ყოფილიყო.