ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბათუმში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის 22 მონაწილე დააკავეს

“ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებმა გვიან ღამით ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან კარვები დადგეს და უწყვეტი აქციები დააანონსეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით.

ადგილზე მყოფმა სამართალდამცავებმა კარვები აიღეს და ტერიტორიიდან გაიტანეს, რა დროსაც, აქციის მონაწილეებსა და მათ შორის დაპირისპირება მოხდა. შედეგად, 22 ადამიანი დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

TV პირველის ცნობით, დაკავებულთა შორის არიან დეპუტატები, გიორგი კირთაძე და ლევან ანთაძე.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე იქნენ დაკავებული.

ცნობისთვის, გუშინ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა რუსთავშიც, ნომერ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან.

იტვირთბა....