ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზურაბიშვილი: საქართველოდან არავინ იხედება რუსეთისკენ, ყველა ევროპასა და აშშ-ში მიდის სამუშაოდ თუ სასწავლებლად

[su_quote]რუსეთ-უკრაინის ომმა 2008 წელს, მხოლოდ დააჩქარა ევროკავშირისა და NATO-სკენ ქვეყნის სწრაფვის პროცესი… რუსული საფრთხეები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ქვეყნის მოსახლეობის 80 პროცენტი მხარს უჭერს ევროპულ ორიენტაციას, რადგან დარწმუნებულია, რომ ეს პოლიტიკური სისტემის განვითარებისა და უსაფრთხოების განვითარების ერთადერთი პერსპექტივაა. არ არსებობს რუსული ცდუნება და ეს ძალიან კარგად ჩანს – არც ერთი სტუდენტი არ მიდის მოსკოვში სასწავლებლად, ყველას ევროპის ან ამერიკის უნივერსიტეტებში სწავლა სურს. მთელი მოსახლეობა, რომელიც საზღვარგარეთ სამუშაოდ მიდის ლეგალურად თუ არალეგალურად, ირჩევს ევრობას ან აშშ-ს. არავინ არ იხედება რუსეთისკენ. იქ მხოლოდ ის ქართველები დარჩნენ, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროიდან ცხოვრობდნენ და იქ დარჩნენ, რადგან ოჯახებისა და სამსახურის გამო[/su_quote]

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ გამოცემა Paris Match-თან ინტერვიუში განაცხადა.

 

იტვირთბა....