[su_quote]საქართველოში იქნება რიგგარეშე არჩევნები. რატომ? – პირველი: “ქართული ოცნება” მეტი რადიკალიზაციისკენ მიდის, ის ჩვენ არ გვისმენს, ის არაფერს ასრულებს, მას სურს რომ ყველა“ომის პარტიებად” მოგვნათლოს. სასაცილოა უბრალოდ მათი ეს არგუმენტაცია, ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მეორე: ხელისუფლება თავად ახდენს რადიკალიზაციას, პოლარიზებას. ყველა შეთანხმების, თანხმობის წინადადებაზე უარს გვეუბნება…მე კიდევ ერთხელ შემრცხვა, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი ხელისუფლებაა, რადგან ეს განცხადებები, რომელიც ჩვენი ქვეყნის მხრიდან კეთდება, ანტიეროვნულია იმიტომ, რომ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს საშინელ ზიანს აყენებს. ყველა შეხვედრაზე რაც კი ვაშინგტონში მქონდა, ჯერ კითხვას მისვამენ: რა ხდება საქართველოში? რა კავშირი აქვს საქართველოს ჩრდილოელ მეზობელთან? რატომ არის თქვენი ქვეყნის მიმართ ასეთი განცხადებები? ვფიქრობ, რომ ეს საქართველოსთვის საშინელი დარტყმაა[/su_quote]
ამის შემდეგ “ინტერპრესნიუსის” ცნობით, “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.