აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, 13 მაისიდან თეთრ სახლს ახალი პრეს-სპიკერი ეყოლება. ამ პოსტს კარინ ჟან-პიერი დაიკავებს, რომელიც BBC-ს ინფორმაციით, ამ პოზიციაზე დანიშნული პირველი შავკანიანია. ასევე, ჟან-პიერი იქნება თეთრის სახლის პირველი პრეს-სპიკერი, რომელიც ლგბტქ+ თემს წარმოადგენს.
“ის იქნება ძლიერი ხმა, რომელიც ჩემი და ამ ადმინისტრაციის სახელით ისაუბრებს”, – აცხადებს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
მანამდე, კარინ ჟან-პერი მისი წინამორბედის, ჯენიფერ ფსაკის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა.