ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ზავრადაშვილი: ახლა გახდა ციხის საავადმყოფო უვარგისი? აბა, მერაბიშვილი და უგულავა მადლობის პოსტებს რატომ უძღვნიდნენ ექიმებს

[su_quote]მე პროფესიით ექიმი ვარ და შემდეგ ჯანდაცვის კომიტეტის წევრი. მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზი უნდა დასვას პროფილურმა ექიმმა, მაგრამ ნებისმიერი ექიმის მკურნალობა მაშინ არის შედეგიანი, როცა პაციენტი ექიმის დანიშნულებასა და მითითებას გულდასმით ასრულებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი ვერ დადგება. რაც შეეხება ჯანდაცვის კომიტეტმა და ექიმებმა უნდა მოვინახულოთ თუ არა [მიხეილ სააკაშვილი], უნდა მოინახულოს პროფილურმა ექიმმა, რომელსაც შეუძლია კლინიკურ კამათშ შესვლა და გააკეთოს შესაბამისი დასკვნები. რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს, ამ თემაზე ბატონმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა და მზაობა გამოთქვა, რომ საორგანიზაციო საკითების ნაწილში როგორც ის და ბატონი დავით სერგეენკო მანამდე ჩაერივნენ, ამ ნაწილში ჩრევაზე არც ახლა უთქვამს უარი, ეს კიდევ ერთი თემა. რაც შეეხება საზღვარგარეთ გადაყვანას, დასკვნა, რომელიც ექიმების გარკვეულმა ჯგუფმა დადო, იქ არსად მითითებული არ არის, რომ დასაბუთებული არ არის, რომ პაციენტის მკურნალობა აქ არ შეიძლება. როცა წლების განმავლობაში პენიტენციურ სისტემაში საკმაოდ სერიოზული ხანი იიყვნენ ომის პარტიის სხვა წევრები და მადლობის წერილებს უწერდნენ იქ მომუშავე ექიმებსა და პერსონალს, ახლა გახდა კაცო ეს ციხის საავადმყოფო უვარგისი და ახლა გახდა ეს რომ ვერ მკურნალობს ვერავინ? აბა, ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა მადლობის ვრცელ პოსტებს რატომ უძღვნიდნენ ექიმებს ვერ ვხვდები[/su_quote]

ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა ირმა ზავრადაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.

იტვირთბა....