ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

გერმანია უკრაინას თვითმავალ ჰაუბიცებს გაუგზავნის

გერმანია უკრაინას 7 ერთეულ თვითმავალ საარტილერიო სისტემას – ჰაუბიც 2000-სს გაუგზავნის. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ქრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა. მისივე თქმით, გერმანია უკრაინულ ჯარებს ჯავშანტექნიკის გამოყენების შესწავლაში დახმარებასაც სთავაზობს.

ოფიციალური ბერლინის ამ გადაწყვეტილებამდე, 28 აპრილს გერმანიის კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდებას.

აღსანიშნავია, რომ გასულ დღეებში, გერმანია უკრაინისთვის Gepard-ის თვითმავალი საზენიტო იარაღის მიწოდებასაც დათანხმდა.

იტვირთბა....