ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას 23 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რუსულ აგრესიას 223 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს. მათივე ცნობით, 5 მაისის მონაცემებით, დაშავებულია 408 ბავშვი.

როგორც გენერალური პროკურორის ოფისში აცხადებენ, ეს სრულ სურათს არ ასახავს, რადგან აქტიური საბრძოლო მოქმედებების ადგილებსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯერ კიდევ გრძელდება მონაცემების დაზუსტება.

ამასთან, დაბომბვების შედეგად, დაზიანდა 1607 საგანმანათლებლო დაწესებულება, 121 კი სრულად განადგურდა.

იტვირთბა....