ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

CNN: უკრაინას კრეისერ “მოსკოვის” განადგურებაში აშშ-ს დაზვერვის სამსახური დაეხმარა

CNN-ის ინფორმაციით, უკრაინულ მხარეს შავ ზღვაში რუსების კრეისერ “მოსკოვის” განადგურებაში ამერიკის შეერთებული დაზვერვის სამსახური დაეხმარა. ამის შესახებ გამოცემას აშშ-ს თავდაცვის უწყებიდან წყაროებმა მიაწოდეს ინფორმაცია.

“მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემის შენიშნეს, ისინი ამერიკულ მხარეს დაუკავშირდნენ, რომ მიეღოთ დასტური, ხომ ნამდვილად კრეისერი “მოსკოვი” იყო ეს. იქედან მიიღეს დასტურის და ინფორმაცია მისი ზუსტი მდებარეობის შესახებ”, – წერს “სიენენი”.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უცნობია, იცოდნენ თუ არა შტატებში იმ მომენტისთვის, რომ უკრაინული მხარე კრეისერზე დარტყმისთვის ემზადებოდა.

“წყარომ განგვიცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

იტვირთბა....