[su_quote]ივანიშვილის მიერ დაქირავებული ფრანგი პენსიონერ–პრეზიდენტი აგრძელებს თავისი მარჩენალის გათეთრებას. ამჯერად მთლად აწყვიტა მუხრუჭი და ევროპულ პრესას განუცხდა, რომ თურმე უკრაინა მეორე ფრონტის გახსნასა და იარაღის მიწოდებას გვთხოვს. მეორე კი არა პირველი ფრონტი რუსეთს უკრაინაზე ადრე აქ, 30 წლის წინ აქვს გახსნილი. ტერიტორიები, რაც სურდა, ივანიშვილმა შემოაღობინა, მთავრობა პუტინის შერჩეულია, სანქციებს არა მარტო არ შევუერთდით, არამედ მოსკოვს გზა თუ ფინანსური არხები გაუხსნეს უკრაინაში მეტი სისხლისღვრის უზრუნველსაყოფად და საინტერესოა, რატომ უნდა გააფართოვოს კრემლმა ფრონტი ჩვენთან? და რაც მთავარია, გეოპოლიტიკური კანონებით რუსეთი თურქეთთან გარიგების გარეშე საქართველოში ფრონტალურ ომს ვერ დაიწყებს, თურქეთი კი, როგორც თუნდაც ნატოს წევრი, ამაზე თანხმობას არ მისცემს, ეს გამორიცხულია. ახლა ოლიგარქის ერთადერთი იმედია ცრუ პოსტულატი – ომს გადაგარჩინეთ – უფასო ფულის ვარიანტში ცდილობენ ხალხს თავში ჩაუჭედონ ეს საუკუნის მორიგი სიცრუე. იმედია, ახლა მაინც არ გამოუვათ გადამრჩენის ცრუ სტატუსის დამკვიდრება. უკარაინა ითხოვს ამ რეჟიმისაგან ერთდერთს – შეწყვიტონ რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეობა,სანქციებისგან მისი განბლოკვა და ივანიშვილის რესურსებით უკრაინელი და ქართველი ხალხის ხოცვა. P.S ამ განცხადებაში საუკუნის ანეგდოტია ისიც,რომ თურმე უკრაინა იარაღის მიწოდებას გვთხოვდეს. ყვავს რა ქონდა ბუს გაქონდაო,სად გვაქვს უკრაინაში გასაგზავნი იარაღი? აგერ ხურვალეთში ვერ დაგვიცვია ხალხი ლეკიანობისაგან[/su_quote]
ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი Facebook-ზე წერს.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა:
“უკრაინელები კიდევ უფრო მეტს და მეტს ითხოვენ თავიანთი პარტნიორებისგან. არა მხოლოდ საქართველოსგან. უხეშ გამონათქვამებს იყენებენ სხვადასხვა პარტნიორების მიმართ. დიახ, მათ სურთ, მიიღონ იარაღი საქართველოდანაც, საქართველომ გახსნას მეორე ფრონტი. ეს ყველაფერი შეუძლებელია”