ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბარსელონაში ხანძარს ქართველი ძმები ემსხვერპლნენ

ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ქართველი ძმები, გიორგი და საბა მატარაძეები ემსხვერპლნენ.

როგორც ესპანურ მედიაში იწერება, შემთხვევა პარსელონას პროვინციში, სანტა კოლომას მუნიციპალიტეტში ოთხშაბათს, გამთენიისას, 04:00 საათის შემდეგ გაჩნდა. ადგილზე სახანძრო სამსახურის 10 ეკიპაჟი მუშაობდა.

საქართველოს მოქალაქეების გარდა, შემთხვევას კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.

“ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ცეცხლი შენობის პირველ და მეორე სართულებზე იყო გავრცელებული. ერთი გვამი, პირველი სართული საფეხურებთან იყო, მეორე მე-2 სართულის საფეხურებთან, მესამე კი ოთახში”, – წერს გამოცემა Spain in English.

როგორც დაღუპულთა ახლობლები ყვებიან, ძმები ესპანეთში სამუშაოდ იმყოფებოდნენ.

 

იტვირთბა....