ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

კიევის ოლქში 22 და 23 წლის მამაკაცები ოკუპანტებმა ჯერ ჩაცხრილეს, შემდეგ კი მათ ტანკით გადაუარეს

კიევის ოლქში, ვიშგოროდის რაიონში ორი მამაკაცის სამარხი იპოვეს. ისინი ოკუპანტებმა ჯერ ჩაცხრილეს, შემდეგ კი ტანკით გადაუარეს. ცნობას Укринформ ავრცელებს კიევის ოლქის პოლიციის Facebook-გვერდზე დაყრდნობით.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 4 მაისს, სოფელ რუდნია-ტალსკაიაჩი ექსკუმირებული ცხედრები 22 და 23 წლის მამაკაცებს ეკუთვნით.

“25 თებერვალს ოკუპანტებმა სოფელში ორი მშვიდობიანი მაცხოვრებლის ავტომობილი ჩაცხრილეს, მაგრამ ეს რუს დამპყრობლებს არ ეყოთ და მანქანას, რომელშიც ადამიანები იყვნენ, მძიმე ტექნიკით გადაუარეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გვამები პოლიციამ, პროკურორმა და სამედიცინო ექსპერტმა დაათვალიერეს და შემდეგ, ახლობლებს გაატანეს დასამარხად.

 

იტვირთბა....