[su_quote]როგორც სჩანს, ივანიშვილს ვერ ჩამოსდის ამერიკიდან მაინცდამაინც კარგი ამბები მისი ქარვასლის სანქციებისგან გადარჩნაზე და ახლა, არც მეტი არც ნაკლები, პირდაპირ გადავიდა პრეზიდენტ ბაიდენის ოჯახის შანტაჟზე, რომ თითქოს უმცროსი ბაიდენი ოლიგარქ ევტუშენკოვს შეხვედრია. ასე, ჯო ბაიდენი გასული საუკუნის 70 იანი წლების ბოლოს მოსკოვში შეხვდა მაშინდელ საბჭოთა ლიდერებს ბრეჟნევსა კოსიგინს. ამის გამო იმედია, ივანიშვილი აშშ–ს პრეზიდენტს არ გამოაცხადებს საბჭოთა რეჟიმის მეგობრად[/su_quote]
ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ფეისბუქზე წერს.