[su_quote]წარმოიდგინეთ, მე რომ მივიდე პარლამენტის შენობის წინ და იქ დადგმული ჯვარი ავიღო, როგორი კითხვები გაჩნდება საზოგადოებაში ჩემ მიმართ. შეიძლება ჯვრის და ღვთის მგმობელადაც გამომაცხადონ. მე კი ამას სულ სხვა რაკურსით ვხედავ და ვთვლი, რომ ჩემი მხრიდან ამ ჯვრის აღება იქნება ქრისტიანობის გარშემო არსებული არასწორი ტენდენციის შეჩერება. სამწუხაროდ, ჯვარი, რომელიც არის განთავისუფლების და გამოხსნის სიმბოლო, საზოგადოების ნაწილში ასოცირდება ძალადობასთან, რადგან მისი გამოყენება ხდება ძალადობრივი ჯგუფების მიერ და მე ჯვარს ავარიდებდი ამ შეურაცხყოფას. დიდი სიხარულით ავიღებდი მოძალადეების მიერ პარლამენტის წინ აღმართულ ჯვარს[/su_quote]
ამის შესახებ დედა სიდონიამ “მედიახმის“ პოდკასტში საუბრობისას განაცხადა.