ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

24 500 დაღუპული სამხედრო – უკრაინული მხარე მტრის დანაკარგებზე განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობამ 24 500-სს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი Facebook-ზე ავრცელებს.

ამასთან, გენშტაბის მონაცემებით, ერთ დღეში რუსულმა მხარემ 300 სამხედრო, 15 ტანკი, 43 სამხედრო ჯავშანმანქანა, 24 ერთეული საავტომობილო ტექნიკა, 16 საარტილერიო სისტემა,  12 უპილოტო ოპერატიულ-ტაქტიკური დრონი, ერთი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, ერთი საჰაერო თავდაცვის სისტემა და სამი საკრუიზო რაკეტა დაკარგა.

მისი თქმით, ასევე განადგურდა მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის ერთი სისტემა, 24 მანქანა, 12 ოპერატიულ-ტაქტიკური დრონი და სამი საკრუიზო რაკეტა.

„გასულ დღე-ღამეში, მტერმა ყველაზე დიდი დანაკარგი იზიუმისა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით განიცადა“, – აცხადებენ გენშტაბში.

ომის დაწყების დღიდან 4 მაისის ჩათვლით, რუსული მხარის დანაკარგები ასეთია:

  • 1077 ტანკი
  • 2610 დაჯავშნული სამხედრო მანქანა
  • 491 საარტილერიო სისტემა
  • 163 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა
  • 81 საჰაერო თავდაცვის სისტემა
  • 194 თვითმფრინავი
  • 155 ვერტმფრენი
  • 1867 საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი
  • 10 გემი/კატერი
  • 303 უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე
  • 38 სპეციალური ტექნიკა
  • 87 საკრუიზო რაკეტა

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სრულმასშთაბიან ომს აწარმოებს.

 

იტვირთბა....