ახალი ამბები საზოგადოება

„გუშინ არ მეცალა მასხარადქცეული ელისაშვილის განცხადებას გამოვხმაურებოდი…“

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია „ფეისბუქში“ წერს:

„გუშინ არ მეცალა მასხარადქცეული ელისაშვილის გუშინდელ განცხადებას გამოვხმაურებოდი… ღირს კი ?
უკვე ხომ ყველაფერი თავადვე აღიარა რომ წამოიწყო წინასწარდაგეგმილი დანაშაულებრივი ცილისმწამებლური კამპანია.

თავადვე გაიხლართა ამ სცენარში.

რამდენიმე მარტივი კითხვა
1. რა სტატუსით შევიდა მოწმე ელისაშვილი მოწმე ზაუტაშვილთან?
2. რატომ საჯაროდ არ განაცხადა ამის თაობაზე?
3. რატომ შესთავაზა მისი სასურველი ადვოკატი პატიმარ ზაუტაშვილს, როდესაც მას ყავს უკვე ადვოკატი( ელისაშვილს არ მოსწონს ადვოკატის განცხადებები)
4. რას და რატომ დაპირდა ელისაშვილი ზაუტაშვილს?
5. მოწმე ( ამ ეტაპზე) მოწმე ს სასურველი ადვოკატის აყვანას სთავაზობს საჯაროდ და არის თუ არა ეს ღია უკანონო ქმედება?
6. რა სტატუსით უნდა დაეხმაროს უკვე ყოფილი კომისიის თავ – რე მსჯავრდებულს? ძველი „მეგობრების“ იმედად?
7. ახლა შეაწუხა „სინდისმა“ იმ პატიმრების გამო ვინც თავისი ცილისწამებით და ტყუილებით გაწირა?
ყველა ამ და სხვა კითხვაზე პასუხი ცნობილია! ეს ისე…

ფაქტია, უკვე იმდენად გაეხლართა საკუთარ ტყუილებში ეს ყველაფრის მკადრებელი „ბიჭი რომ ასეთი ფატალური შეცდომა დაუშვა!“-წერს ეკა ბესელია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილმა ფეისბუქში მანანა კობახიძეს მიმართა:

„გაცხარებულ და გაწიწმატებულ მანანა კობახიძეს გადაეცით რომ მსჯავრდებულ ანასტასია ზაუტაშვილს მისი არაერთგზისი სატელეფონო ზარისა და თხოვნის შემდეგ შევხვდი. მარტივი გადასამოწმებელია ეს ფაქტი. კვალიფიციური, წესიერი და სინდისიერი ადვოკატის შერჩევაც ანასტასია ზაუტაშვილმა პირადად მთხოვა. სათაური დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში არაზუსტი იყო – მე მსჯავრდებულს ადვოკატი ვურჩიე და არ ამიყვანია. ხელფასზე დამოკიდებული კაცი ვარ და მაგდენი რომც მინდოდეს არც შემიძლია, უბრალოდ ერთი გულიანი, გულმოდგინე და სინდისიერი ადვოკატი ვურჩიე. ისეთი ვინც მას არც ფულს გამოსძალავს და არც პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენებს. ასე რომ ქალბატონო მანანა, სანამ რამეს იტყოდეთ გირჩევთ ჯერ გადაამოწმოთ და ისე დაწეროთ ხოლმე. ვიცი მძიმე დღეში ხართ, ვიცი ანასტასია ზაუტაშვილთან ჩემმა შეხვედრამ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩაგაგდოთ, მაგრამ მაინც მოთოკეთ თავი. თორემ ხომ ხედავთ რამდენ შეცდომას უშვებთ. ეს შეცდომები კი ყოველ ჯერზე ძვირად გიჯდებათ. ისიც იცოდეთ რომ მე ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან”-წერს ალეკო ელისაშვილი.

იტვირთბა....