ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

დანილოვი პუტინის მორიგ სამიზნე ქვეყნებს ასახელებს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, რუსეთი თავისი დამპყრობლური ამბიციებით უკრაინაზე არ გაჩერდება, ამიტომ, სხვა ქვეყნებს უკვე მართებთ ვლადიმერ პუტინის მოსალოდნელი შეტევისთვის მომზადება.

ISLND TV-სთან ინტერვიუში, დანილოვმა ის ქვეყნები დაასახელა, რომლებიც შესაძლოა, პუტინის შემდეგი სამიზნე გახდეს.

“დარწმუნებული ვარ, რომ ეს ომი უკრაინაზე არ გაჩერდება. სხვა ბევრი რამ მოხდება. ლავროვმა ამასწინათ თქვა, რომ ყაზახები და მოლდოველები მათი ძმები არიან. ასე რომ, მოემზადეთ, ყაზახო და მოლდოველო ძმებო”, – აცხადებს დანილოვი.

ალექსეი დანილოვი აღნიშნავს, რომ ბოლო დღეებში, რუსები აგრძელებენ სიტუაციის დაძაბვას თვითგამოცხადებულ “დნესტრისპირეთის მოლდავურ რესპუბლიკაში”, სადაც აქტიურად ავრცელებენ “უკრაინიდან მომდინარე საფთხის” შესახებ ინფორმაციას.

“მაგალითად, ტირასპოლში 25 აპრილს ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სიახლოვეს აფეთქებები იყო. ასევე, გაზეთში დაიბეჭდა, რომ რუსები აპირებდნენ, პუტინისთვის დნესტრისპირეთის “გადარჩენა” ეთხოვათ “, – წერს გამოცემა UNIAN.

 

იტვირთბა....