aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

რატომ მოკლა ქმარმა ცოლი ვარკეთილში?

aviabiletebi
ავიაბილეთები

ლანჩხუთელმა 30 წლის გ. დოლიძემ ცოლი ნ. კილასონია მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

დოლიძე და მისი მეუღლე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანიდან თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ქმარი მეუღლეზე ხშირად ეჭვიანობდა, რაც მკვლელობის მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო. ახლობლების თქმით, ცოლ-ქმარს კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ. ოჯახი სოციალურად შეჭირვებულ კატეგორიას მიეკუთვნებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალბატონი ამბობდა, რომ მას სოციალური დახმარება ცოტა ხნის წინ მოუხსნეს.

როგორც გამგებლის წარმომადგენელი ნიგოითის თემში, ვასილ აბუსერიძე “გურიის მოამბესთან” ამბობს, ოჯახი თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა და მათ ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ.

შემთხვევა ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე მოხდა.

შსს-ს განცხადებით,  ქალბატონის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, ხოლო მამაკაცზე – 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.

 

იტვირთბა....