აზოვის ბატალიონის ერთ-ერთი მეთაური გიორგი ქუფარაშვილი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და ხვალ, თურქეთის საელჩოსთან, აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
“ჩემო ქართველებო! ჩემო ერო! სიტუაცია აზოვსტალის გარშემო ძალიან რთული გახდა, პუტინი ნებისმიერ ფასად ცდილობს 9 მაისისთვის მარიუპოლში აზოვსტალის აღებას და დღეს განუწყვეტელ ტოტალურ შეტევას ახორციელებს. ბიჭებს ძალიან უჭირთ.
მოგმართავთ ყველას, ვისთვისაც სულ ერთი არაა – ხვალ, 17:00 – თურქეთის საელჩოსთან, რადგან, მხოლოდ მათ შეუძლიათ რეალური დახმარება, დებლოკადა და ევაკუაცია – სამოქალაქოების, დაჭრილების. საქართველოში, პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში, გერმანიაში, ამერიკაში მოეწყობა აქცია თხოვნით დახმარებისათვის. გთხოვთ, მიხვიდეთ და დაეხმაროთ ჩემს ბიჭებს გადარჩენაში. გამოვიყვანოთ მოქალაქეები და დაჭრილები”, – წერს ქუფარაშვილი.