პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ:
“ევროინტეგრაცია საქართველოს ისტორიული არჩევანი და დამოუკიდებლობის გარანტია.
დღეს, როდესაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების რეალური შესაძლებლობა გაჩნდა, მნიშვნელოვანია, ყველა ერთად დავდგეთ ქვეყნის ინტერესებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის დღეს ხელისუფლებაში ან ოპოზიციაში და როგორია ჩვენი დამოკიდებულება მათ მიმართ, დღეს ჩვენი შვილების და ჩვენი ქვეყნის მომავალი და ბედი წყდება.
მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიანიჭოს საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაც იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ერთიანი და მშვიდობიანი ევროპის იდეის აღსრულებისთვის.
ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე, მის ფარგლებს გარეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან.
საქართველო იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას. ჩვენმა სამშობლომ ამისთვის ფასი უკვე არაერთხელ გადაიხადა.
#ტრადიციებითევროპისკენ”, – წერს გიორგი გახარია.