თბილისში მოძრავ ე.წ. ლურჯ მიკროავტობუსებში წინ დაჯდომა დასაშვები ხდება.
კომპანია “თბილისის მიკროავტობუსში” ამბობენ, რომ მგზავრებს მძღოლის გვერდით დაჯდომა დღეიდან, 3 მაისიდან უკვე შეუძლიათ. ასეთი ყველა მიკროავტობუსში ორ-ორი ადგილია. გადაწყვეტილება მგზავრთნაკადის გამო მიიღეს.
“თბილისის მიკროავტობუსში” დამატებით ამბობენ, რომ მიკროავტობუსში მგზავრობის დროს ფეხზე დგომა კვლავ დაუშვებელია და მონიტორინგის სამსახურს ასეთ შემთხვევებზე რეაგირება ექნება.
თბილისში 1 თებერვლიდან “ყვითელი მიკროავტობუსები” სრულად ჩანაცვლდა ახალი, ე.წ. ლურჯი მიკროავტობუსებით. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მგზავრებს არ შეეძლოთ მძღოლის გვერდით განთავსებულ ორ სკამზე დაჯდომა.
წყარო: რადიო თავისუფლება