რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ლევან გოფოძემ თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, პოსტიდან წასვლა პირადი განცხადების საფუძველზე მოხდა.
მასთან ერთად, საავადმყოფოში თანამდებობებს აღარ იკავებენ დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე და კლინიკის კლინიკური დირექტორი ნოდარ ჩიმაკაძე.
“ვბრუნდები ჩემს ქირურგიაში, სხვანაირად რომ შევხედოთ ამ სიტუაციას. მე გახლავართ სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ქირურგი, მყავს სტუდენტები, რომლებსაც ვასწავლი და ისევ გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას. კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ და რისთვის მოხდა ეს ცვლილება, ნამდვილად არ უთქვამთ, თუმცა მე ისედაც ვფიქრობდი ამაზე, რადგანაც ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს. განცხადება გუშინ, მე თვითონ დავწერე ,” – განაცხადა ლევან გოფოძემ.
არსებული ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თანამდებობას ლიანა ჭუმბურიძე დაიკავებს.