გუშინ, გვიან ღამით, მარნეულის რაიონში დედამ სამშობიაროს დახმარებისთვის მიმართა, რადგან საპირფარეშოში მყოფს მშობიარობა მოულოდნელად დაეწყო და ბავშვი საპირფარეშოს ხვრელში ჩაუვარდა.
ექიმებმა პოლიციას მიმართეს. როგორც შსს-ს პრესცენტრში დაგვიდასტურეს, მარნეულის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა საპირფარეშოს 3-მეტრიან საპირფარეშოში ჩავარდნილი ახალშობილი გადაარჩინეს.
ახალშობილი, სამშობიაროს რეანიმაციულ განყოფილებაში იქნა გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.