რომის პაპის, ფრანცისკეს თქმით, მარტში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, თუმცა, რუსულ მხარეს პასუხი ამ დრომდე არ გაუცია. როგორც პაპმა ფრანცისკემ გაზეთ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში ივარაუდა, პუტინს ახლა მასთან შეხვედრის სურვილი არ აქვს.
“ომიდან 20 დღის შემდეგ, კარდინალ (პიეტრო) პაროლინს ვთხოვე, პუტინისთვის გადაეცა, რომ მზად ვარ, ჩავიდე მოსკოვში. პასუხი ჯერ კიდევ არ მიგვიღია და ვაგრძელებთ მცდელობას (რომ შეხვედრა შედგეს), თუმცა, ვშიშობ, რომ პუტინს არ შეუძლია, ან არ სურს ახლა ამ შეხვედრის გამართვა”, – ამბობს რომის პაპი.
აღსანიშნავია, რომ ფრანცისკე ივნისში, იერუსალიმში რუსეთის პატრიარქ კირილეს უნდა შეხვედროდა, თუმცა, რომის პაპმა შეხვედრის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.